სალომე ზურაბიშვილი:

სალომე ზურაბიშვილი: "ქვეყანაში ძალიან ბევრი უსახური ეკლესია შენდება"

პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი უსახური ეკლესია შენდება, მისი მოსაზრებით უმჯობესი იქნება თუ ეს ფული ისტორიული ეკლესიების გადარჩენას მოხმარდება. აღნიშნული განცხადება ზურაბიშვილმა დღეს დიდ ჯიხაიშში გააკეთა, საიდანაც მან საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო.

„ჩემი აზრით, ეს თანხა უნდა გამოვიყენოთ იმ ისტორიული ეკლესიების გადასარჩენად, რომლებიც ინგრევა. ხშირ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვერ ახორციელებს მათ გადარჩენას, რადგან მას შეზღუდული რაოდენობის ბიუჯეტი აქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.