უმუშევრობა, ფასების ზრდა, კრიმინალი - გრიგოლ ვაშაძე დუშეთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

უმუშევრობა, ფასების ზრდა, კრიმინალი - გრიგოლ ვაშაძე დუშეთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

გაერთიანებული ოპოციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დუშეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

უმუშევრობა, ლარის გაუფასურება, ფასების ზრდა, საწვავისა და ელექტრო ენერგიის გაძვირება, კრიმინალის მატება და კორუფცია, ეს იყო მთავარი პრობლემები, რომლებიც შეხვედრაზე დასახელდა.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი დუშეთში ვიზიტის შემდეგ, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი იმისათავის, პირველი, რომ ის იყოს წარმატებული ქვეყანა და დავრწმუნდი კიდევ ერთხელ, საქართველოს აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საქართველო დააბრუნოს იმ ადგილას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის ჩვენი ისტორიის, კულტურის და ჩვენი გენეტიკის გამო, წარმატებული ქვეყნების რიგში“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.