"ეს ოდესმე მოხდება, ყველაფერი აქეთკენ მიდის"- შამბა აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის ასოცირებული წევრობაზე

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში აფხაზეთის მომავალზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე გადის თუ არა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გზა რუსეთის ფედერაციის ასოცირებულ წევრობაზე, შამბამ განაცხადა, რომ ის ამ პროექტის მხარდამჭერია.

„მე ამ პროექტის მხარდამჭერი ვარ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსეთის გარდა არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებიც ამას დაბლოკავენ. ჯერჯერობით ამის დრო არაა. მაგრამ ვფიქრობ ეს ოდესმე მოხდება, ყველაფერი აქეთკენ მიდის.“- განაცხადა შამბამ.