გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მცხოვრების, გიორგი კასრაძის თქმით, ცოტა ხნის წინ რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. როგორც კასრაძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მი-8 ტიპის ვერტმფრენი დისევის სამხედრო ბაზიდან აფრინდა და სოფელ ნიქოზს გადუფრინა. კასრაძე ამბობს, რომ ბოლო დროს, რუსეთის მხრიდან, საჰერო სივრცის დარღვევის ეს პირველი ფაქტია.
რუსული სამხედო ვერტმფრენი რამენიმე კვირის წინ სოფელ ხურვალეთის თავზეც შენიშნეს, თუმცა მაშინ, საჰერო სივრცის დაღვევის ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურდა.
"ნიუპოსტი" ფაქტის გადამოწმებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცდილობს.