გლდანში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობი მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. 

მესამე მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარედ, 750 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, დაიგება ბეტონის საფარი, შეიცვლება ლითონის მავთულ-ბადეები, მოეწყობა ბალახის ხელოვნური საფარი და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი.  

აღნიშნული მისამართის გარდა, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დამატებით, 23 მისამართზე მიმდინარეობს. 

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პე-ბე“ აწარმოებს, სექტემბერში დასრულდება. 

მიმდინარე წელს, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ცხრა მისამართზე უკვე განხორციელდა.