საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანება საფრთხეს უქმნის რუსულ სამყაროს, რომლის ნაწილიც სამხრეთ ოსეთია

საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანება საფრთხეს უქმნის რუსულ სამყაროს, რომლის ნაწილიც სამხრეთ ოსეთია

საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანება საფრთხეს უქმნის რუსულ სამყაროს, რომლის ნაწილიცაა სამხრეთ ოსეთი, - ამის შესახებ რუსეთში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩმა ზნაურ გასიევმა განაცხადა. 

„რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების შედეგებს, აბსოლუტურად მკაფიოდ მესმის, რომ ნატო-ს გაფართოება რუსული სამყაროს წინააღმდეგ ხორციელდება, ხოლო სამხრეთ ოსეთი ამ სამყაროს ნაწილია“, - განაცხადა ე.წ. ელჩმა. 

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი ფაქტი. 
აღსანიშნავია, რომ 11-12 ივლისს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.