კონდოლიზა რაისი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო 2008 წელს, უკრაინულ გამოცემა "გრომდსკოესთან" რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიებსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მის მოლაპარაკებებს იხსენებს.
"იმ დროს მე სერგეი ლავროვმა დამირეკა, რომელმაც განაცხადა: "მე დაგისახელებ ომის შეწყვეტის პირობებს: ქართველები უნდა დაბრუნდნენ ყაზარმებში". მე ვუპასუხე: "კარგი". მეორე პირობა: "ქართველებმა ხელი უნდა მოაწერონ ხელშეკრულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ". მე ვუთხარი: "ესეც გასაგებია". ასევე მან მითხრა: "და მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს. მაგრამ ეს ჩვენში დარჩეს".
მე ვუთხარი: "სერგეი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეუძლიათ აწარმოონ საუბრები ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის ჩამოგდებაზე. ამიტომ, სადილის შემდეგ, ჩემი ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოში ამ ინფორმაციას გაასაჯაროებს, რომ ომის დამთავრების მათი (რუსეთის) პირობაა - სააკაშვილის გადაყენება თანამდებობიდან".
მან თქვა: "შენ არ შეგიძლია ეს გააკეთო". მე ვთქვი: " არა, მე შემიძლია ეს და მე დავურეკავ ყველას, ვისთანაც შემიძლია - ბრიტანელებს, ფრანგებს, პოლონელებს, ჩეხებს და ყველას ვეტყვი სიმართლეს".
მე არ ვიცი, როგორ იმუშავა ამან, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ რომ ეს გავაკეთე," - აცხადებს კონდოლიზა რაისი ინტერვიუში.