მედვედევის განცხადება მოწმობს, რომ რუსეთი სერიოზულად ეკიდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას

მედვედევის განცხადება მოწმობს, რომ რუსეთი სერიოზულად ეკიდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას

რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნი, თენგიზ ფხალაძე ეხმაურება და ამბობს, რომ მედვედევის განცხადებაში სიახლე არაფერია.

მედვედევმა თქვა, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

ფხალაძის თქმით, მედვედევის განცხადება მოწმობს, რომ ბრიუსელის სამიტის შემდეგ რუსეთი სერიოზულად ეკიდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას.

„ ამ განცხადებაში, არც მის შინაარსში და არც მის ტონში ახალი არაფერი არ არის. რუსეთი ცდილობს განავითაროს ის მითი, თითქოს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან . უპირველესყოვლისა ვიტყვი, რომ რაზედაც მეტყველებს და მოწმობს ეს განცხადება არის ის , რომ რუსეთში , განსაკუთრებით ნატოს ბრიუსელის სამიტის მერე განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან საქართველოს ნატოში გაწვერიანების პერსპექტივებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიხმართ ყველა ღონეს იმისათვის, რომ ეს პერსპექტივა მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს და ის, რომ აბსოლუტურად ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ეს არის შეიძლება ითქვას ერთადერთი გარანტია რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობის და შემდგომი განვითარების“- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.