2012 წლის 17 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გორის რაიონის 9 სოფელში – მეჯვრისხევში, კვარხეთში, ზერტში, ხელთუბანში, სვენეთში, ბერბუკში, კარალეთში, დიდ და პატარა გარეჯვარში იმყოფებოდა. ის სპეციალურად შეკრებილ რამდენიმე ადამიანთან ერთი და იგივე ტექსტით (დასაწყის-დასასრულიანად) ლაპარაკობდა. გთავაზობთ ამის ამსახველ ვიდეო-მასალას. ის ცოტა ხანს რესტორან ,,ვენეციაში” (გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ოჯახის საკუთრებაში) შეჩერდა, სადაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა სხვა მინისტრები და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დააფიქსირა. სოფლების მოსახლეობამ კი მერაბიშვილს მალ-მალე ჩასვლა ურჩია.