კოალიციის წევრების დაკავების ფაქტზე „ქართულ ოცნებაში“ ბრიფინგი გაიმართა
დღეს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის ერთ-ერთი ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა. ძიძიგურის თქმით, საქართველოში მოქმედი დრაკონული კანონებიდან გამომდინარე, კონსერვატულმა პარტიამ 3 თვის წინ, კერძოდ 2012 წლის 18 აპრილს, ჩაატარა ეროვნული კომიტეტის სხდომა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო პარტიის საწევროების და შემოწირულობების მობილიზება, რისი აღსრულებაც დაევალა საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელს მერაბ კაჭახიძეს და არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონია ადგილი.
ადვოკატ კახა კობახიძის განმარტებით, კოალიციის წევრების დაკავება სრულიად უკანონოა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილი ჰქონდა პარტიულ შემოწირულობასთან დაკავშირებით თაღლითურ გარიგებას, ფაქტის შესწავლა პირველ რიგში სახელმწიფო აუდიტს უნდა განეხორციელებინა.