ლიბიის ცხრა თვის წინ მოკლული პრეზიდენტის, მუამარ კადაფის წამების მორიგი ვიდეო ინტერნეტსივრცეში, ცოტა ხნის წინ, გამოჩნდა.
მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოკადრებში, გარდაცვლილი დიქტატორის ცხედრის შეურაცხყოფა და დამცირებაა ასახული, რომელსაც სირიელი აქტივისტები ხმამაღალი და მხიარული შეძახილებით აფორმებენ.
აქტივისტებმა ვიდეოკადრები, იმიტომ გაავრცელეს, რომ ამ გზით ბაშარ ალ ასადისთვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ეცნობებინათ. რომ ასადმა წინასწარ იცოდეს, თუ როგორი სიცოცხლის ბოლო ემუქრება მას.