ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, ვაკეში კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამ დროისთვის დასრულდა ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია ხაბეიშვილის N3-ში, განახლდა წყლისა და წყალარინების ქსელი ფალიაშვილის N39-ში, ბოლო ეტაპზე კი ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
სახურავების, ლიფტების, საერთო სარგებლობის კიბეებისა და სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის გარდა, რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს სადარბაზოების განახლება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის IV კორპუსის IV სადარბაზოში უკვე გამოიცვალა კიბეები, ამჟამად კი სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები სრულდება.