საქართველოში ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი შედგებასოზარ სუბარის ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ხაიშში ჩავლენ მოსახლეობას შეხვდებიან

საქართველოში ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი შედგებასოზარ სუბარის ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ხაიშში ჩავლენ მოსახლეობას შეხვდებიან

სავარაუდოდ, 6 აგვისტოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ხაიშის მოსახლეობას ადგილზე შეხვდებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

“როგორც შევთანხმდით, კვირას უნდა შეკრებილიყვნენ ჭუბერის და ხაიშის მოსახლეობა და თავიანთი წინადადებები წარმოედგინათ. ამ წინადადებებიდან ზოგი შეიძლება ყოფილიყო მისაღები, ზოგი სრულიად მიუღებელი, თუმცა მაშინ შევთანხმდით, რომ ყველანაირი წინადადება დაწერეთ და იქნებ შევთანხმდეთ. კვირას ნამდვილად შეკრიბნენ, თუმცა საერთო აზრი ვერ ჩამოაყალიბეს. ამის მიუხედავად რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ის წინადადება, რომელიც მათ ჰქონდა, ჩამოეტანა ჩვენთან. გუშინ მე არ ვიცოდი, რომ ეს წინადადებები არ იყო ყველას აზრი. დარეკეს თქვეს, რომ ჯერ კიდევ მუშაობენ თავიანთ წინადადებაზე. მე ვესაუბრე ჩემს კოლეგებს, მთავრობის წარმომადგენლებს, გარემოს დაცვის სამინისტროს, რომელიც თავისთვის მუშაობს წინადადებებზე, იმ წინადადებებსაც განვიხილავთ და სავარაუდოდ მომავალ ორშაბათს წავალთ. გაიმართება შეხვედრა ხაიშში. შეიძლება არ იყოს სრული კონსენსუსი, სრული თანხმობა, მაგრამ იმედია რამეზე შევთანხმდებით. გრძელვადიან განვითარებაში ძალიან ოპტიმისტურად ვართ. თუმცა ჩემი აზრით, ყველაზე რთული მოლაპარაკების საგანი იქნება, თუ როგორ უნდა გადავუწყვიტოთ პრობლემები იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ, მაგრამ იმედი მაქვს, აქაც მივაღწევთ კონსენსუსს“, - განაცხადა სოზხრ სუბარმა.

მისივე თქმით, ხაიშში ჩავა თავად, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრების მოადგილეები.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ხე-ტყის უკანონო ჭრის აკრძალვას, რის გამოც სოფლების ხაიშის და ჭუბერის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს.