სალომე ზურაბიშვილს გაცილებით მაღალი საზოგადოებრივი აზროვნება აქვს, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს - არც შევადარებ

სალომე ზურაბიშვილს გაცილებით მაღალი საზოგადოებრივი აზროვნება აქვს, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს - არც შევადარებ

სალომე ზურაბიშვილს გაცილებით მაღალი საზოგადოებრივი აზროვნება აქვს, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს, - არც შევადარებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ განუცხადა.

გაჩეჩილაძის თქმით, თუკი მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ამ გადაწყვეტილებას შეუერთდება.

“სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე თუ სახელმწიფო ორგანოებში მუშაობის თვალსაზრისით. ის არის ძალიან პრინციპული. სალომე ზურაბიშვილს აქვს გაცილებით მაღალი სახელმწიფოებრივი აზროვნება, ვიდრე პრეზიდენტ მარგველაშვილს და ნებისმიერ იმ პირს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს”, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.