შსს-ს და პროკურატურას აქამდე უნდა გაეთვალისწინებინა ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავეცით

შსს-ს და პროკურატურას აქამდე უნდა გაეთვალისწინებინა ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავეცით

მე მგონია, რომ შსს-ს და პროკურატურას აქამდე უნდა გაეთვალისწინებინა ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავეცით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც შს მინისტრის საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხვამდე კომისიის რეკომენდაციების შესრულების მოლოდინებს ეხებოდა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, რეკომენდაციების გაცემის შემდეგ, როდესაც კომისიამ არაერთი მოწმე გამოკითხა, მათ ამ რეკომენდაციების მიმართ რწმენა უფრო გაუმყარდათ.

„მე მგონია, რომ შსს-ს და პროკურატურას აქამდე უნდა გაეთვალისწინებინა ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავეცით. ეს რეკომენდაციები ემყარებოდა საქმეში არსებულ ინფორმაციებსა და მასალებს. მას მერე კიდევ უფრო გაგვიმყარდა ჩვენ რწმენა ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ უმოკლეს ვადაში იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კომისიის საბოლოო დასკვნა "გამოკითხვების დასრულებიდან უმოკლეს ვადებში დაიდება".