ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის ახალი სამხედრო შესაძლებლობების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა „დოიჩე ველესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი ძალიან დიდ ფულს ხარჯავს თანამედროვე კონვენციურ და ბირთვულ შეიარაღებაში.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად იყო მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოეყენებინა, როგორც ეს საქართველოში მოხდა ან უკრაინაში ახლა ხდება.
„მოსკოვს ახლაც ჰყავს ჯარები მოლდოვაში, ამ ქვეყნის მთავრობის ნებართვის გარეშე, ეს არის წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ხელწერა, რომელიც პასუხს საჭიროებს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.