ეკა ხაჩიძე:  რა „ბაევიცა“ მე მნახეთ, რომ ვინმე დავაშინე (VIDEO)

ეკა ხაჩიძე: რა „ბაევიცა“ მე მნახეთ, რომ ვინმე დავაშინე (VIDEO)

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების  მოსახლეობასთან შეხვედრას ხაშურის რაიონის სოფელ ბუღაურაში  ჩხუბი  მოჰყვა. ქართული ოცნების წარმომადგენლებს გორის რაიონის სოფლებში  ჩასვლისას, თუ აქამდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ნაციონალების აქტივისტები უპირისპირდებოდნენ,  ამჯერად, ნაციონალების დამცველთა რიგებს მინისტრის ოჯახის წევრებიც შეემატნენ.

 სოფელ ბუღაურაში გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის ოჯახის წევრებმა: დამ, ეკა ხაჩიძემ და სიძემ, ბესო ბუაძემ  და მინისტრის მამამ მევლუდ ხაჩიძემ  პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერებს, მოსახლეობასთან შეხვედრისას საკუთარი თანამოაზრეები დაუპირისპირეს.

გოგა ხაჩიძის მამამ მევლუდ ხაჩიძემ, ქართული ოცნების წარმომადგენლებს ფულის მონები   და ივანიშვილის რუპორები ეძახა.