საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, მთავრობამ და მოქალაქეებმა ყველა მოქალაქის უფლება უნდა დაიცვან

საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, მთავრობამ და მოქალაქეებმა ყველა მოქალაქის უფლება უნდა დაიცვან

ყველა ქვეყნისთვის და საქართველო გამონაკლისი არ არის, მნიშვნელოვანია საკუთარი მოქალაქეების უფლებებს პატივი სცენ - ეს ვრცელდება ლგბტ მოქალაქეებზეც, რომლებსაც აქვთ უფლება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნონ და სამწუხაროა, რომ მათ მოუწიათ აღნიშვნის გაუქმება, - ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ კრემერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რითაც 17 მაისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

დევიდ კრემერი, რომელიც სხვადსახვა დროს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა და საქართველოს საკითხებს რამდენიმე ათწლეულია თვალს ადევს, ამბობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის საკუთარი მოქალაქეების დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, მთავრობამ და მოქალაქეებმა ყველა მოქალაქის უფლება უნდა დაიცვან მიუხედავად მათი რასობრივი, ეთნიკური, გენდერული, რელიგიური წარმომავლობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. ეს არაა საქართველოზე „უცხო ღირებულებების“ გავრცელების მცდელობა, ან „ტრადიციულ ღირებულებებზე“ შეტევა - ეს ფრაზები ხშირად პუტინისგან გვესმის და საჭიროა ისინი უარვყოთ. ეს არის თანამოქალაქის მიმართ პატივისცემის გამოხატვისა და ღირსეული დამოკიდებულების საკითხი. უმცირესობების უფლებები დაცვა, ნებისმიერი დემოკრატიული მთავრობის ფუნდამენტური ვალდებულებაა“, - განაცხადა კემერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას.