ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შსს–ს ინიციატივა უბნის ოფიცერთან დაკავშირებით არის ადამიანებზე მოფიქრალი და ჰუმანური პოზიციის გაძლიერება.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უბნის ოფიცრის დონის ამაღლდება საზოგადოების თითოეულ წევრზე უკეთესად აისახება.
„სწორედ ფუნდამენტურად ახალ რეფორმაზე და მიდგომაზე საუბრობდა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც იყო განსაკუთრებულად ადეკვატური და დააანონსა რეფორმა, რომელიც წაადგება პოლიციის გაძლიერებას. ყველაზე ობიექტური, ყველაზე ადეკვატური, ამავე დროს ადამიანებზე მოფიქრალი და ჰუმანური პოზიციის გაძლიერება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც სპეციფიკა იქნება გამორჩეული და ამის მიხედვით იქნებიან შერჩეული ადამიანები, ისინი იქნებიან უბნის ინსპექტორები თუ გამომძიებლები, ამ შემთხვევაში, მათი კვალიფიკაციის დონე, პროფესიონალიზმი ამაღლდება და ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრზე უკეთესად აისახება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.