გიორგი გახარია პარლამენტიდან თბილისში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით ბრუნდება

გიორგი გახარია პარლამენტიდან თბილისში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით ბრუნდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გიორგი გახარია პარლამენტიდან თბილისში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით ბრუნდება. მისი თქმით, პოლიცია ამ დღეებში იყო მოწოდების სიმაღლეზე ისე, როგორც არასდროს.

„თქვენ დღეს, საკმაოდ მძიმე დღის და კვირის შემდეგ, პარლამენტიდან თბილისში ბრუნდებით ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით. მე ვფიქრობ, ეს მთლიანად გუნდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. გილოცავთ ამ დღის ძალიან წარმატებით და პროფესიონალურად შესრულებას. პოლიცია ამ დღეებში იყო მოწოდების სიმაღლეზე ისე, როგორც არასდროს. მახსოვს ის პერიოდიც, როდესაც პოლიციის მეშინოდა, რადგან პოლიცია იყო ყველაზე საშიში ძალა. მიხარია, რომ ეს გზა გამოვიარეთ და დღეს სხვა მოცემულობაა. შს სამინისტროს მიზანი არის ეფექტურობა, სიმკაცრე, პოლიტიკური ნეიტრალურობა და მოქალაქეების დაცვა. რთული მიზანია და მინდა მოგილოცოთ, რომ ამ ნაბიჯებს სწორად დგამთ“, - მიმართა ჩუგოშვილმა გახარიას.