უკრაინის ტრანზიტის როლი „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ დასრულების შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს

უკრაინის ტრანზიტის როლი „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ დასრულების შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს

გერმანია დარწმუნებულია, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ დასრულების შემდეგ, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შენარჩუნება აუცილებელია – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანია „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს კომერციულ პროექტად განიხილავს.

„უკრაინის ტრანზიტის როლი უნდა შენარჩუნდეს. ამას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. გერმანია მზადაა ითამაშოს აქტიური როლი და უზრუნველყოს დახმარება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკრაინის გარანტიებზე“ – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი სამომავლოდაც გაგრძელდება, თუ ეს ეკონომიკურად გამართლებული და ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთათვის მიზანშეწონილი იქნება.