მტერთან ბრძოლა თქვენ არ გინდათ და ქლაბერები რომ შეიკრიბებიან, იქ რაინდები ხართ და ამ დარბაზშიც ომახიანად უტევთ, ყოჩაღ!

მტერთან ბრძოლა თქვენ არ გინდათ და ქლაბერები რომ შეიკრიბებიან, იქ რაინდები ხართ და ამ დარბაზშიც ომახიანად უტევთ, ყოჩაღ!

მტერთან ბრძოლა თქვენ არ გინდათ და ქლაბერები რომ შეიკრიბებიან, იქ რაინდები ხართ და ამ დარბაზშიც ომახიანად უტევთ, ყოჩაღ! - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას.

თავდაპირველად გიგა ბოკერიას კითხვის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მიმართა:

„ჩემი კითხვის ნაწილს დავუთმობ გიგა ბოკერიას. თქვენ ქვეყანაში ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი იყავით. იყო თუ არა უკიდურესად რეპრესიული პოლიტიკა, მათ შორის ნარკომომხმარებლების მიმართ? იყო თუ არა წამება ციხეებში და ეს იყო თუ არა მაშინდელი ხელისუფლების სტილი? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს იყო საუკეთესო გზაა დანაშაულთან ბრძოლისათვის. თუ არ მიპასუხებთ, მაშინ მეთანხმებით“, - განაცხადა მდინარაძემ. 

საპასუხოდ გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ დღეს კითხვები შს მინისტრისადმი არსებობს, ხოლო მამუკა მდინარაძეს მოუწოდა, მიუთითოს თავის კოლეგებს, რომლებიც სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ.

„ბატონი მამუკას წინასწარმეტყველებას პატივს ვცემ. ის მე უკვე მხედავს შს მინისტრად, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ, მომავლშიც არ ვიქნები. აქ კითხვები არის შს მინისტრთან. ზოგადად, ცოტა სახიფათო წინასწარმეტყველებებია. კობა ნარჩემაშვილს მადლობა გადაუხადეს - 2003 წელს გაყალბებული არჩევნების მერე სისხლი რომ არ დაღვარა, ეს არის კარგიო და როგორ გისურვოთ ეგ მომავალი? ჩვენ ეგ არ გვინდა. ჩვენ გვინდა არჩევნებით ცვლილება. იქნებ მიუთითოთ თქვენს კოლეგებს, ნებისმიერი უმცირესობის და ყველაზე დაუცველის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებს რომ ისვრიან ეს რაინდები, რომლებიც იბრძვიან კლაბერების წინააღმდეგ გაბედულად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, თითქოს მტერი არა გვყავს ერთ საათში აქედან. მაგრამ იმ მტერთან ბრძოლა თქვენ არ გინდათ, იმ მტრის უნდა გეშინოდეთ და კლაბერები რომ შეიკრიბებიან, 20-22 წლის გოგო ბიჭები (არ აქვს მნიშვნელობა, მე მათი აზრები მომწონს თუ არა), იქ ხართ თქვენ რაინდები და ამ დარბაზშიც ომახიანად უტევთ, ყოჩაღ!“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.