დიდ დიღომში სამ მისამართზე სკვერი მოეწყო

დიდ დიღომში სამ მისამართზე სკვერი მოეწყო

დიდი დიღომში, სამ მისამართზე - თავდადებულის ქუჩის N4-ის, N14-ისა და გიორგი ბრწყინვალეს N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო.

სამუშაოების ფარგლებში, სამივე სკვერში საბავშვო გასართობი მოედნები მოეწყო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონები განთავსდა. ასევე, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.  სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 219 000 ლარი გამოიყო. 

„განვაგრძობთ დიდი დიღმის განვითარებას, სადაც მოსახლეობისთვის კიდევ სამი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ვზრუნავთ, რომ ყველა თაობის წარმომადგენელმა კეთილმოწყობილ გარემოში დაისვენება შეძლოს. მიმდინარე წელს, დიდ დიღომში  არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის+“-მა განახორციელა.