2023 წელს საქართველოში სნოუბორდისა და თხილამურის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაში პრემიერის როლი განსაკუთრებულია

2023 წელს საქართველოში სნოუბორდისა და თხილამურის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაში პრემიერის როლი განსაკუთრებულია

2023 წელს სნოუბორდისა და თხილამურის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა არის კიდევ ერთი დიდი წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მსოფლიო რუკაზე პოზიტიურ კონტექსტში მონიშნავს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, განსაკუთრებულია პრემიერ-მინისტრის როლი ამ წარმატებაში, რაც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. 

„2023 წელს სნოუბორდისა და თხილამურის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ნიშნავს ზამთრის ტურიზმის და ზამთრის სპორტის სახეობების გაცილებით სწრაფად განვითარებას და საქართველოს ზამთრის კურორტების ღირსეული ადგილის დამკვიდრებას მსოფლიო რუკაზე. ამავე დროს ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. ინტენსიურად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ამ მიმართულებით.

შესაბამისად, საქართველომ კიდევ ერთი საქმიანი ნაბიჯი გადადგა დიდი წარმატებისკენ“,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.