აშშ-ს სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე ჯინა ჰასპელის კანდიდატურა დაამტკიცა

აშშ-ს სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე ჯინა ჰასპელის კანდიდატურა დაამტკიცა

აშშ-ს სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე ჯინა ჰასპელის კანდიდატურა დაამტკიცა. მას მხარი 54-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი 45 სენატორი იყო. 

ჯინა ჰასპელმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე მაიკ პომპეო ჩაანაცვლა, რომელიც აშშ-ს სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა. 

ჯინა ჰასპელი აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ჯინა ჰასპელის კანდიდატურის წარსდგენას აშშ-ს სენატში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საუბარია ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვის გაფართოებულ პროგრამაზე, რომელსაც ჯინა ჰასპელი ხელმძღვანელობდა და რაც მათ შორის, წამების მეთოდების გამოყენებას ითვალისწინებდა.