მთავრობის ადმინისტრაციასთან ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან

მთავრობის ადმინისტრაციასთან ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ანა ონიანმა განუცხადა, მისი აქციაზე მისვლის მთავარი მიზეზია ის რთული რეალობაა, რომელიც დღეს სხვადასხვა უმცირესობის წინაშე არსებობს. მისივე თქმით, 17 მაისი თავისუფალი აზრის გამოხატვის სიმბოლოდაც იქცა. 

„ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზეზი არის ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს. იგივე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები თავიანთი იდენტობიდან გამომდინარე დღის შუქზე გამოსვლასაც კი ვერ ახერხებენ. ამავდროულად 17 მაისი არის ერთგვარი სიმბოლო თავისუფალი აზრის გამოხატვის და ვიმედოვნებთ, რომ მოვა დრო და ხელისუფლება სათანადოდ დაიცავს ამ ადამიანების უფლებებს. ამავდროულად გამოვედი იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ხელოვნურად როგორ ხდება თავისუფლების ჩახშობა“, – აღნიშნა ანა ონიანმა. 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კვლავ გაძლიერებულ რეჟიმში არიან მობილიზებული სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის, დაცვის პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. 

არსებული ინფორმაციით, პერიმეტრის სიახლოვეს იმყოფებიან სპეცრაზმის თანამშრომლებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ კორდონის დაცვას, რომლითაც მთავრობის ადმინისტრაციასთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა გადაკეტილია.