გიორგი გახარია პარლამენტში ხვალ, 16:00 საათზე წარსდგება

გიორგი გახარია პარლამენტში ხვალ, 16:00 საათზე წარსდგება

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის წინაშე ხვალ, 16:00 საათზე წარსდგება. ამის შესახებ ცნობილი ბიუროს სხდომაზე გახდა. შინაგან საქმეთა მინისტრი სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, სამომავლო გეგმებზე და 12 მაისს, თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრებს. 

მოხსენება დებატების ფორმატში გაიმართება და მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.