შინაგან საქმეთა მინისტრი მზად არის, ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას ამომწურავი და დეტალური პასუხი გასცეს

შინაგან საქმეთა მინისტრი მზად არის, ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას ამომწურავი და დეტალური პასუხი გასცეს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლის ფორმატზე კონსულტაციის შედეგად შეჯერდნენ. მისი განცხადებით, განვითარებული მოვლენების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის და პოლიციის ქმედება იყო ადეკვატური. 

„შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ კონსულტაციების შედეგად. მინისტრი მზად არის, ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას ამომწურავი და დეტალური პასუხი გასცეს. ჩვენი მოწვევით რომ მოსულიყო, ამას დრო დასჭირდებოდა, ამიტომ, თავად მოახდინა ინიცირება. პარასკევს ძალიან საინტერესო დებატები გვექნება და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა. ხედავდით ამ დღეების განმავლობაში რამდენად ადეკვატური იყო პოლიცია, შსს და მინისტრი განვითარებული მოვლენების ფარგლებში. ველოდებით, ასევე ადეკვატურ პასუხებს და ადეკვატურ რეაქციებს და სწორ განმარტებას, თუ რა იყო და რა მოხდა და ჰქონდა თუ არა რომელიმე ადამიანის უფლებების დარღვევას ადგილი, რით იყო კლუბებში შესვლის აუცილებლობა გამოწვეული და შემდგომი განვითარების შესახებ. იქნება საინტერესო დაბატები და ველოდებით ამომწურავ პასუხებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას 18 მაისის სხდომაზე მოუსმენენ.