კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დევნილებს შეხვდნენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დევნილებს შეხვდნენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ხალხმრავალ შეხვედრაზე კოალიციის წევრებმა დევნილთა პრობლემები მოისმინეს, მათ შეკითხვებს უპასუხეს და კოალიციის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნეს. 

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ იზრუნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დევნილებისთვის ღირსეული ცხოვრების დაბრუნებაზე.