ვფიქრობ, რომ სტრასბურგში შეტანილი სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება

ვფიქრობ, რომ სტრასბურგში შეტანილი სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება

ვფიქრობ, რომ სტრასბურგში შეტანილი სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს.

"მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს საქართველომ ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. ვფიქრობ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ანუ ის, რაც ჩვენს სამართლებრივ თუ პოლიტიკურ შესაძლებლობებს შეიძლება ცდებოდეს. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამოყენება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. მე ვფიქრობ სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება და არა მხოლოდ სამართლებრივ-პოლიტიკური დატვირთვითაც", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს. სარჩელს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს. საქმეზე მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება.