ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, სკოლასა და ზოგადად, განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა განათლების მიმართულებით წარდგენილი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ მიმართულით დაწყებულია სხვადასხვა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა.
„სხვადასხვა უწყების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. უფრო ინტენსიურად მოხდება სასკოლო პროცესში ფსიქოლოგებისა და მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა და დაიწყო მოსწავლეებთან აქტიური კომუნიკაციის პროექტიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.