არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა ევროკავშირის გარეთ, სადაც ევროკავშირის დროშაზე გამოსახული ოქროსფერი ვარსკვლავები ასე შინაურულად გრძნობენ თავს

არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა ევროკავშირის გარეთ, სადაც ევროკავშირის დროშაზე გამოსახული ოქროსფერი ვარსკვლავები ასე შინაურულად გრძნობენ თავს

არცთუ ისე ბევრი ქვეყანა არის ევროკავშირის გარეთ, სადაც ევროკავშირის დროშაზე გამოსახული ოქროსფერი ვარსკვლავები ასე შინაურულად გრძნობენ თავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"მეორე მსოფლიო ომის დღეები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ევროპა არის განათლების კონტინენტი და მას შემოესია ბარბაროსები, მაშინ ევროპა დიდი საფრთხის წინაშე დადგა. ომის შემდეგ ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცემოდა და სწორედ ევროკავშირის შექმნა იყო ეს პასუხი. როცა ვამბობ ევროპის კონტინეტს, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელ წევრ სახელმწიფოებს. მე მინდა ხაზი გავუსვა, თუ როგორ ვაფასებთ ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და საქართველოს თანდათანობით ინტეგრირებას ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა ელჩმა. 

მან საქართველოს და ევროკავშირის დროშებზე ისაუბრა. 

"მე ვხედავ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, რომლებიც გვერდიგვერდ ფრიალებენ და იმედი მაქვს, რომ მალე ეს იქნება უკვე ერთიანი სივრცე. მე მინდა გითხრათ, რომ არცთუ ისე ბევრი ქვეყანა არის ევროკავშირის გარეთ, სადაც ევროკავშირის დროშაზე გამოსახული ოქროსფერი ვარსკვლავები ასე შინაურულად გრძნობენ თავს. ეს საქართველოსთან ურთიერთობის აღიარებას გულისხმობს ჩვენი მხრიდან", - აღნიშნა ელჩმა. 
იანოშ ჰერმანმა ღონისძიებაზე მისვლისთვის ყველა სტუმარს მადლობა გადაუხადა.