ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ შემოსავალი 10-20-ჯერ აღემატება დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავალს და თვეში 40 მილიონ დოლარს აღწევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დიმიტრი ფეოქტისტოვმა განუცხადა.
„ახლა, ფინანსირების არხების გადაკეტვის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავალი თვეში 3 მილიონ დოლარს აღწევს. რაც შეეხება „ალ-ქაიდას“, მათი ყველა ფილიალის საერთო შემოსავალი 20-დან 40 მილიონ დოლარამდე მერყეობს“, - განაცხადა ფეოქტისტოვმა.