ქვემო ქართლში ოპერმუშაკი „ჟურნალისტების“ მორიგი ჯგუფი გამოჩნდა. წინა შემთხვევის მსგავსად ამჯერადაც პროვოკაციებს ქვემო ქართლის ტელევიზიის ტვ4-ის ყოფილი თანამშრომლები აწყობენ. გაურკვეველი მედიასაშუალების სახელით მოქმედი „ჟურნალისტი“ ნინო კაპანაძე და ოპერატორი, დავით ბადაგაძე წალკაში ივანიშვილს დახვდნენ.
„რამდენ მილიონად ყიდი სამშობლოს?“ - ეკითხებოდა წალკაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ყველასთვის უცნობი „ქვემო ქართლი ინფო“-ს სახელით ნინო კაპანაძე.
მის კითხვებს, მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა. კადრებიდან ჩანს, რომ რეალურად შეიქმნა სიტუაცია, სადაც შეიძლებოდა კაპანაძის პროვოკაციული კითხვებით შეურაცხოფილ მოქალქეებს მისთვის ფიზიკური შეურაცხოფა მიეყენებინათ. ცხადია, იმავე წუთს მოირბენდა ადგილობრივი პოლიცია და „მედიის წარმომადგენელს“ ოპერატიულად დაიცავდა.
„მე ჟურნალისტი ვარ “ - გაჰკიოდა ქვემო ქართლის ტელევიზიის ყოფილი ჟურნალისტი და ივანიშვილამდე მისვალს ცდილობდა.
„დამისახელეთ წალკის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა? ბოლოს როდის იყავით წალკაში?“ – „ჩამჭრელ“ კითხვებს აყრიდა ივანიშვილს.
ნინო კაპანაძე უყურადღებოდ არ ტოვებდა ზვიად ძიძიგურსაც. რითიც მას ასეთი შეფასება დასტყუა. „შენ არ ხარ შვილო ოჯახში გაზდილი“, - პასუხობდა ძიძიგური.
ქვემო ქართლის ოპერმუშაკმა „ჟურნალისტმა“ წალკაში „ინფო9“-ის გადამღები ჯგუფისთვისაც მოიცალა.
„ამ სააგენტოს „ჟურნალისტი“ პირად შეურაცხოფებს მაყენებდა. მითხრა, რომ მე ვარ გაუნათლებელი. მეკითხებოდა რა არის დედუქციის მეთოდი და სხვა ამდაგვარ კითხვებს. ჩვენ საუბარას ადგილობრივი მოსახლეობაც შეესწრო, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია“, - გვიყვება „ინფო9“-ს ჟურნალისტი, თორნიკე გოგიშვილი.
ჩვენ დავუკავშირდით ყველასთვის უცნობი სააგეტოს „ქვემო ქართლი ინფო“-ს ,,ჟურნალისტ“ ნინო კაპანაძეს. სატელეფონო საუბარში ჩვენი ვინაობის გაგების შემდეგ „განათლენულმა“ და „მამაცმა“ კაპანაძემ მობილური საერთოდ გათიშა.
ქვემო ქართლის ტელევიზიის დირექტორს, ხათუნა მამრდაშვილს კი ყოფილ თანამშრომლებზე საუბარი არ სურს. ის მედიაში კაპანაძეზე და ოპერატორ დავით ბადაგაძეზე ამბობს, რომ ისინი მასთან აღარ მუშაობენ. მამარდაშვილს, რომელიც გუბერნატორ დავით კირკიტაძის კადრია არ სურს მისი ყოფილი თანამშრომლების საქმიანობის შეფასება.
იხილეთ ვიდეო, რომელიც თავად ოპერმუშაკმა „ჟურნალისტებმა“ გაავრცელეს