შეხვედრა ბათუმში გაიმართა და მას კოალიციის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ მაია ფანჯიკიძე და დავით უსუფაშვილი, ევროკავშირის მხრიდან კი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი და ევროკომისარის კაბინეტის წევრი ალიონა ობრუსნიკოვა.
შეხვედრა მეგობრულ და გულთბილ ვითარებაში ჩატარდა. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს.
ევროკომისარი ფულე დაინტერესდა კოალიციის საარჩევნო პროგრამითა და სამომავლო გეგემებით. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის, მისი პრიორიტეტებისა და პოლიტიკური გეგმების თაობაზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.