„ქართული ოცნების" ლიდერების მხარდამჭერებთან შეხვედრების ჩაშლის მცდელობის ფაქტებს სახალხო დამცველი შეისწავლის
კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენელი თეა წულუკიანი დღეს სახალხო დამცველს შეხვდა და ის ფაქტობრივი ვიდეომასალა გადასცა, რომელიც ბოლო დღეებში კოალიციის მიერ შიდა ქართლში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს ასახავს. საქართველოს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, ის უკვე ფლობდა ინფორმაციას ამ ფაქტების შესახებ, თუმცა დამატებითი ცნობები დაეხმარება მომხდარს სათანადო შეფასება მისცეს.