ჩინოვნიკი ქალები კალაძის და ჟურნალისტების წინააღმდეგ

ჩინოვნიკი ქალები კალაძის და ჟურნალისტების წინააღმდეგ

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, 9 ივლისს, გორის რაიონის სოფლებში ,,ქართული ოცნების ლიდერების შეხვედრას აკვირდებოდა. ვარიანისა და შინდისის თემის საკრებულოში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების მთვარი სპეციალისტები – იზა კოკაური და ირმა პაპუნაშვილი აქტიურობდნენ. ისინი ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს – კახი კალაძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს მხარდამჭერებთან შეხვედრაში ხელს უშლიდნენ. უფრო მეტიც, ირმა პაპუნაშვილი თავისი შვილის მეგორებით – ,,ქართული ოცნების” წევრებს სხვა სოფლებშიც – ზემო და ქვემო ხვითშიც დასდევდნენ.


ვარიანში შეხვედრის დროს, ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტს იზა კოკაურს ვარიანის საჯარო სკოლის ის პედაგოგები ეხმარებოდნენ, რომლებიც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა არჩევნების გაყალბებაში ამხილა. მაშინ კომისიის თავმჯდომარე ჯირკველიშვილი დაიმუქრა კიდეც, ვარიანში ვეღარ ამოხვალო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნული პედაგოგები 1000-1000 ლარით დააჯარიმა იმ ვიდეო-მასალის გავრცელების შემდეგ, რომელიც მაშინ ფარულად საარჩევნო უბანზე გადავიღეთ.