ზაქარია ქუცნაშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული „კარდაკარის“ შედეგები წარმოადგინა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე პროგრამა „კარდაკარის“ საველე სამუშაოების 85% შესრულებულია. შემდგომი ეტაპი 40 მილიონამდე არსებული მონაცემის დამუშავებას დაეთმობა, საბოლოო შედეგები კი 1 აგვისტოს გამოცხადდება.
ზაქარია ქუცნაშვილი ამომრჩეველთა სიებში არსებულ დარღვევებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გამოვლენილია დარღვევის ყველა სახე, როგორიც არის მიწერილი, დუბლირებული , გარდაცვლილი თუ გამორჩენილი ამომრჩევლების არსებობა. ამასთან, „ქართული ოცნების“ „კარდაკარს“ არ ჩაუვლია მუქარების, ზეწოლის, დაკავებებისა და ხელისშეშლის გარეშე.