უკმაყოფილება მაინც იქნება, რაც უკეთ ცხოვრობს ადამიანი, მით მეტი უნდა

უკმაყოფილება მაინც იქნება, რაც უკეთ ცხოვრობს ადამიანი, მით მეტი უნდა

2017 წელი გახდა ერთადერთი წელი, როდესაც ერევნის ქუჩებში მიტინგები არ ტარდებოდა, ტურისტები მშვიდად ჩამოდიოდნენ, ინვესტიციებს დებდნენ და ამ წელს 7,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ტელეარხ „შანთის“ ეთერში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება სულ რამდენიმე წელი, რათა ეკონომიკური ზრდა ხალხისთვის უფრო ხელშესახები გახდეს.

„უკმაყოფილება მაინც იქნება. რაც უკეთ ცხოვრობს ადამიანი, მით მეტი უნდა. მაგრამ ჩვენი ამოცანაა ისეთ დონეს მივაღწიოთ, რომ ადამიანებმა საკუთარი სურვილების ნახევარი მაინც განახორციელონ“, - განაცხადა სარგსიანმა.

კითხვაზე, უშლის თუ არა ხელს მიტინგები ეკონომიკურ ზრდას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები პრიორიტეტულია.

„ეს პირველხარისხოვანი უფლებებია, თუ მათი რეალიზება გონივრულ ჩარჩოებში ხდება, არანაირად არ უშლის ხელს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ როდესაც ეს გადაიზარდება საცობებში, ამას პრობლემები მოჰყვება. თუ თქვენ პარიზში წასვლა გსურთ და იგებთ, რომ იქ ქუჩებია გადაკეტილი, წახვალთ? მშვიდი დასვენებისთვის წახვალთ ისეთ ადგილას, სადაც სიმშვიდე არაა?“ - აღნიშნა სარგსიანმა.