პრეზიდენტმა სრულიად უაპელაციოდ შეიწყალა ძალიან მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ათასობით ადამიანი

პრეზიდენტმა სრულიად უაპელაციოდ შეიწყალა ძალიან მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ათასობით ადამიანი

ქვეყანაში სულ გვყავს 10 000-მდე პატიმარი და აქედან 3 600 შეწყალებული ჰყავს, ძალიან მოკლე დროში, პრეზიდენტ მარგველაშვილს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ შეწყალების პროცესს გაჯანსაღება სჭირდება. 

„დღეს მთელი დღეა მარგველაშვილი საუბრობს შავ პიარზე. ვერანაირად ვერ იქნებოდა ის ყველაფერი თეთრი პიარი, გამომდინარე იქიდან, რომ სრულად უაპელაციოდ მან შეიწყალა ძალიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ათასობით ადამიანი და 500-ზე მეტმა მათგანმა ხელმეორედ ჩაიდინა მძიმე დანაშაული. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს სჭირდება გაჯანსაღება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.