ვიმედოვნებთ, რომ სომხეთში ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩაივლის

ვიმედოვნებთ, რომ სომხეთში ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩაივლის

რუსეთი იმედოვნებს, რომ სომხეთში სიტუაცია კანონის ჩარჩოებში განვითარდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სერჟ სარგსიანს პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით მოსალოცი ტელეგრამა გაუგზავნა, ხოლო მოგვიანებით მათ შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

„ჩვენ ვაკვირდებით იმას, რაც სომხეთში ხდება და რაც მთავარია, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩაივლის“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გუშინდელ საგანგებო სხდომაზე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს. აქციის მონაწილეები სწორედ სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ.