აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - საქართველოს მთავრობის ინიციატივები სამშვიდობო პროცესისთვის ახალ პერსპექტივებს იძლევა

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - საქართველოს მთავრობის ინიციატივები სამშვიდობო პროცესისთვის ახალ პერსპექტივებს იძლევა

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გამოეხმაურა. 

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აშშ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას მის ძალისხმევაში გააძლიეროს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეთავაზებისთვის წინგადადგმული კარგი ნაბიჯი შეიძლება იყოს. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას. ეს ინიციატივები შესაძლებლობებს, ახალ პერსპექტივებს იძლევა სამშვიდობო პროცესისთვის“, - განაცხადა ელისაბედ რუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას.