შესანიშნავად შესრულებული დარტყმები იყო - მისია შესრულებულია

შესანიშნავად შესრულებული დარტყმები იყო - მისია შესრულებულია

გასულ ღამეს შესანიშნავად შესრულებული დარტყმები იყო, მადლობა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მათი სიბრძნისთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„უკეთესი შედეგი არც შეიძლება ყოფილიყო. მისია შესრულებულია, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერი“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.