სარაჯიშვილის გამზირისა და ილორის ქუჩის გადაკვეთაზე შუქნიშანი დამონტაჟდა

სარაჯიშვილის გამზირისა და ილორის ქუჩის გადაკვეთაზე შუქნიშანი დამონტაჟდა

სარაჯიშვილის გამზირისა და ილორის ქუჩის გადაკვეთაზე შუქნიშანი დამონტაჟდა. ახალი შუქნიშანი რამდენიმე დღეში ამოქმედდება, რაც ქვეითთა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. აქამდე, გზაჯვარედინზე მხოლოდ ქვეითთა შუქნიშანი ფუნქციონირებდა. 

მიმდინარე წელს, ქალაქში  სულ 11 ახალი შუქნიშნის ამოქმედება და 7-ის რეკონსტრუქცია იგეგმება.   

შუქნიშნის სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ აბულაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე გაეცნენ.