აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის დარტყმები მეტყველებს, რომ სირიული რეჟიმი რუსეთსა და ირანთან ერთად, ამ ადამიანურ ტრაგედიას ვეღარ გააგრძელებენ

აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის დარტყმები მეტყველებს, რომ სირიული რეჟიმი რუსეთსა და ირანთან ერთად, ამ ადამიანურ ტრაგედიას ვეღარ გააგრძელებენ

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი დასავლური კოალიციის მიერ სირიაზე მიტანილ ავიადარტყმას გამოეხმაურა. 

„აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დარტყმები იმაზე მეტყველებს, რომ სირიული რეჟიმი რუსეთსა და ირანთან ერთად ვეღარ გააგრძელებენ ამ ადამიანურ ტრაგედიას. ევროკავშირი მის მოკავშირეებთან ერთად სამართლიანობის მხარეს იქნება“, - ნათქვამია ტუსკის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.