სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დუმაში ქლორი და ზარინი გამოიყენა

სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დუმაში ქლორი და ზარინი გამოიყენა

თეთრი სახლის განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დუმაში ქლორი და ზარინი გამოიყენა. „აშშ დარწმუნებულია, რომ 2018 წლის 7 აპრილს სირიულმა რეჟიმმა ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რასაც ათობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი ემსხვერპლა და ასეულობით ადამიანი დაშავდა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაციის დიდი მოცულობა იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქ დუმას დაბომბვისას რეჟიმმა ქლორი გამოიყენა, ხოლო ინფორმაციის დამატებითი წყაროები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ზარინის გამოყენებაზეც მიუთითებს“, - განაცხადეს თეთრ სახლში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.