რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საკადრო გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია, მათ შორის არც იმასთან დაკავშირებით, შეინარჩუნებს თუ არა სერგეი ლავროვი მომავალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„არა, რამე გადაწყვეტილება, როგორც იცით, პრეზიდენტს არ მიუღია“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით სერგეი ლავროვი მინისტრთა ახალ კაბინეტში კვლავ საგარეო უწყებას უხელმძღვანელებს