ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც საქართველოში დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია

ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც საქართველოში დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია

ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ Freedom House-ის კვლევასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ Freedom House-ის ანგარიშში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა დაუსაბუთებელია.

„საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Freedom House -მა გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მორიგი ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. 

ანგარიშში სხვა საკითხების გარდა ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში „არაფორმალური მმართველობა ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება საქართველოს დემოკრატიულ ფუნქციონირებაში“.