გედევან ფოფხაძეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებაზე, ჩემი აზრით, არ უნდა მიეღო და დღესაც მოხარული ვიქნები, თუ ის გადაიფიქრებს, ყოველ შემთხვევაში ამის ძალიან დიდი სურვილია გუნდში, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რომც არ გადაიფიქროს, ის მაინც დარჩება ჩვენს თანამებრძოლად და მეგობრად“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება კრიტიკულ მოსაზრებებს, რომ უმრავლესობა დაყოფილია ბანაკებად - „ახლებად და ძველებად“, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ასე არ არის.
„ახლები და ძველები მე ვიცი ილია ჭავჭავაძის ბანაკი და გრიგოლ ორბელიანის ბანაკი, ანუ ძველები და ახლები - თერგდალეულები და თერგდაულევლები, მაგრამ სხვა ახლები და ძველები არ ვიცი. არანაირი გასარიცხთა სია არ არსებობს. მგონია, რომ რაღაც ტიპის განცხადებები იყო ზედმეტად ემოციური და გარკვეულ საზღვარს გადაცდენილი, მათ შორის, როდესაც საუბარი იყო იმპიჩმენტზე, როდესაც საუბარი იყო გედი ფოფხაძესთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი და თანამებრძოლი 2011 წლიდან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.