სტოლტენბერგის ვიზიტისას, სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ინჯირლიკის ბაზის გამოყენების საკითხი იქნება განხილული

სტოლტენბერგის ვიზიტისას, სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ინჯირლიკის ბაზის გამოყენების საკითხი იქნება განხილული

თურქეთის ხელმძღვანელობა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან სირიაში შესაძლო ოპერაციისთვის ინჯირლიკის ავიაბაზის გამოყენების საკითხის განხილვას აპირებს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰამი აქსოიმ განაცხადა. 

„სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ინჯირლიკის ბაზის გამოყენების საკითხი განხილული იქნება ანკარაში იენს სტოლტენბერგის ვიზიტისას, რომელიც 16 აპრილს გაიმართება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

7 აპრილს, ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა. აშშ-მ პასუხისმგებლობა აღნიშნულზე ასადის რეჟიმს დააკისრა. ოფიციალური დამასკო ამგვარ ბრალდებებს უარყოფს. დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემს. თავის მხრივ, ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.